
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით აშშ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მინერალების შეთანხმებაზე მუშაობის განახლებას გეგმავს.
როგორც FT წერს, აშშ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა "წინასწარ მოლაპარაკებებს" აწარმოებენ.
"კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფლობს მსოფლიო მინერალების მნიშვნელოვან ნაწილს, რომლებიც აუცილებელია უახლესი ტექნოლოგიებისთვის. ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა გააძლიერებს ორივე ქვეყნის ეკონომიკას". – წერია სტატიაში.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა სპილენძის, კობალტისა და ურანის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს.
ცოტა ხნით ადრე, გამოცემა New York Times წერდა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ფელიქს ჩისეკედიმ, აშშ-ს და ევროპული ქვეყნების ნაწილს საკუთარი ქვეყნის მინერალური რესურსების ათვისება შესთავაზა. სანაცვლოდ ჩისეკედი რუანდასთან კონფლიქტის დარეგულირებას ითხოვდა.
0
0