
„აშშ უკვე მნიშვნელოვნად არის ჩართული კონფლიქტში და აუცილებელია მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა.
შეკითხვაზე - თუ აშშ საკუთარ მონაწილეობას აქტიურად გააგრძელებს, ჩაერთვება თუ არა ირანი კონფლიქტში - საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა თქვა: „ირანი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები სამხედრო თვალსაზრისით უკვე არის ჩართული ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში“.
როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი გაგზავნა, რათა ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. უახლოეს დღეებში მას მეორე ავიამზიდიც შეუერთდება, თუმცა როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ისრაელისთვის გაწეული დახმარება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის შეკავებას და არა პროვოკაციის მოწყობას.
0
0