28/04/2023
11:02
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები კოლუმბიასა და გვატემალაში მიგრანტების მონაცემთა დამუშავების ახალი ცენტრების გახსნას გეგმავს, რაც უსაბუთო პირების აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევების შემცირებას ითვალისწინებს.
რეგიონული ობიექტები თვეში ათასობით განაცხადს განიხილავს და ლეგალური მიგრაციის გზები გაფართოვდება. ასევე გაორმაგდება ან გასამმაგდება იმ პირთა დეპორტაციის რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში ყოფნის უფლება არ აქვთ.
აშშ უსაბუთო მიგრანტების ზრდას მოელის, როდესაც მაისში Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციები გაუქმდება. მიგრანტების მონაცემების დამუშავების ცენტრები საშუალებას მისცემს წარმატებულ განმცხადებლებს, ლეგალურად შევიდნენ აშშ-ში და გააუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ისეთ დახმარებაზე, როგორიცაა ლტოლვილთა განსახლების პროცესი და ოჯახის გაერთიანება. ყოველთვიურად, სავარუდოდ, 5000-6000 ადამიანის მონაცემი დამუშავდება, თუმცა ეს სტატისტიკა გაიზრდება. ესპანეთი და კანადა ასევე შეთანხმდნენ, რომ მიიღონ მიგრანტების განაცხადი.
2023 წლის დასაწყისში, მექსიკა აშშ-დან ათასობით დეპორტირებულის მიღებას დათანხმდა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 30,000 ჰაიტიელს, კუბელს, ვენესუელელსა და ნიკარაგუელს ყოველთვიურად მიეცემა ჰუმანიტარული ვიზებით შესვლის უფლება, იმ პირობით, თუ ისინი დაშვებული საიმიგრაციო გზებით შევლენ ქვეყანაში. ისინი, ვინც ამერიკაში საზღვაო გზით არალეგალურად ჩასვლას შეეცდებიან, ასევე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება აღარ ექნებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს დროებით იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში.
შეერთებულ შტატებში, ყოველთვიურად, დაახლოებით 200 000 უსაბუთო მიგრანტი ცდილობს შესვლას.
0
0