15/12/2022
12:21
მსოფლიო
ბრიტანელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ანალიტიკოსი მაიკლ კლარკი განმარტავს, თუ რატომ აპირებს აშშ წინასწარ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა და რას მიანიშნებს ის რუსეთს.
„ამერიკელები ისე ჩანან, თითქოს ბარიერის გადალახვას აპირებენ. ისინი იმ ზღვარზე არიან, რომ თქვან ის, რის შესახებაც ომის დაწყების შემდეგ არასდროს განუცხადებიათ. აშშ გეგმავს, რომ უკრაინელებს „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა გადასცეს.
„პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ეს არის გიგანტური სისტემა, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს - ხმის სიჩქარეს თითქმის ოთხჯერ აღემატება - და შეუძლია სამიზნეებს უშორესი მანძილიდან დაარტყას. იდეალურია ისეთი ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის, როგორსაც, სავარაუდოდ, რუსები ირანელებისგან მიიღებენ.
”ამერიკის მესიჯი რუსების მიმართ აშკარაა: თუ თქვენ აპირებთ ირანისგან ბალისტიკური რაკეტების მიღებას, ჩვენ უკრაინელებს მივცემთ ისეთ საზენიტო-სარაკეტო სისტემას, რომელიც შეძლებს მათ განადგურებას. ჩვენ თამაშს წინ გავუსწრებთ, თუმცა ისინი [რუსები] გარკვეული ხნით არ გამოჩნდებიან ბრძოლის ველზე, რადგან მათ მასშტაბური წვრთნა უტარდებათ.“ ამერიკა აფრთხილებს რუსებს, რომ თუ გაბედავენ, მათ უფრო საშიში ბარიერის გადალახვა მოუწევთ“, - აღნიშნა მაიკლ კლარკმა.
0
0