
როგორც The Washington Post-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით საუბრისას განუცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტში ისრაელის დასახმარებლად თავის სამხედრო ძალებს აღარ გამოიყენებს.
„ტრამპმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და უთხრა, რომ შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტში ისრაელის დასახმარებლად თავის სამხედრო ძალებს აღარ გამოიყენებს“, - წერს გაზეთი.
წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებმა „უკვე გააკეთეს ის, რაც საჭირო იყო“. წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა ტრამპის განცხადებით, თუმცა, მან გააცნობიერა, რომ ტრამპს „დიპლომატიისკენ შემობრუნება სურს“ და ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
გარდა ამისა, წყაროს ცნობით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმებისა და მათი წარმატების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტრამპმა თავის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფს, ირანულ მხარესთან კონტაქტების განახლება დაავალა. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამის შემდეგ, მალევე, ვიტკოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან ისაუბრა და თეირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
0
0