„ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი დასაწყისია“, - იუწყება Aljazeera აშშ-ის ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, ფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, „ჰამასის“ წინადადება, რომელიც ამ კვირის დასაწყისში წარადგინეს, "პროცესს წინ წასწევს და შესაძლოა შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდეს".
თუმცა, ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ "მნიშვნელოვანი სამუშაო" ჯერ კიდევ შესასრულებელია და უახლოეს დღეებში გარიგება მოსალოდნელი არ არის.
შეთანხმება, რომელსაც ამჟამად მხარეები განიხილავენ, სამფაზიანი წინადადებაა, რომელიც ისრაელმა შეიმუშავა და, მაისში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაქვეყნა.
მოლაპარაკებების შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „ჰამასის“ მოთხოვნა იყო, რომ ისრაელმა საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს, ისრაელის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი, განაცხადეს, რომ ომი არ დასრულდება მანამ, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.
0
0