
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეთისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მიერ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა.
ზელენსკის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ დღეს შეერთებული შტატები ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა“.
„იცით რატომ? რომ შეხვდნენ და სწრაფად მიაღწიონ წარმატებას, მაგრამ, მათ რაც სურთ, არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, ეს არ არის წარმატება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებაყოფლობით დათმობს პრეზიდენტის პოსტს, თუ უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში მიიღებენ.
„რუსული ჯარები თუ დატოვებენ უკრაინას და უსაფრთხოების გარანტიები გვექნება, მე აღარ ვიქნები საჭირო, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება, მე დავიცავ ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0