აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გარდაიცვალა
                            
                        A-
                    +A
                
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ამერიკული მედია ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
მათი განცხადებით, დიკ ჩეინი პნევმონიასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან დაკავშირებული გართულების შედეგად ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.
დიკ ჩეინის კარიერა ვაშინგტონში დაახლოებით ოთხ ათწლეულს ითვლის. ის იყო თეთრი სახლის აპარატის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას. ასევე, წარმოადგენდა ვაიომინგის შტატს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, იკავებდა თავდაცვის მდივნის პოსტს პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უფროსის დროს, ამის შემდეგ კი ორი ვადით იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობისას.
0
0
315
                                                    სიახლეები
                    ყველა
                
                                                                        
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
    
    
                                                    
$hide_icon = true;
$question = false;
?>
                                                            
            ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
        ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            ზოგადი შეცდომის ტექსტი
            მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
                დიახ
                            25%
                        არა
                            75%