
თქვენ ახსენეთ ევროპა. ევროპას აუცილებლად სჭირდება ამის [უკრაინის ომის] დასრულება. მათ არ შეუძლიათ ამის სამუდამოდ გაჭიანურება, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის ეკონომიკის ზრდა წარმოუდენლად შენელდა და ომის დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია ზრდის იმ ნიშნულზე დაბრუნება, რაც ევროპას შესაძლებლობას მისცემს, იყოს აშშ-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი.
„ევროპის ეკონომიკა ბოლო 18 თვის განმავლობაში წარმოუდგენლად ნელა იზრდებოდა და ევროპაში ამ კონფლიქტმა ყურადღება გადაიტანა იმაზე, რაც ყველას გვჭირდება: ვიყოთ ინოვაციურები, კრეატიულები და განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. თუ ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ევროპამ იარაღი დაყაროს, თქვენ გექნებათ შანსი, რომ ევროპული ზრდა იმ დონეზე დააბრუნოთ, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, იყოს შესანიშნავი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელიც შეერთებულ შტატებს სჭირდება.“ - განაცხადა პომპეომ.
Thanks to Putin's war on Ukraine, Europe's economic growth has markedly slowed in recent years.
— Mike Pompeo (@mikepompeo) November 25, 2025
We all have an interest in finding a just end to this war that protects Ukrainian sovereignty and bolsters European security. pic.twitter.com/bDvwTh1WWx
0
0