04/04/2023
12:19
მსოფლიო
„ბევრი „მემარჯვენე" თანხმდება, რომ 4 აპრილს დონალდ ტრამპის სასამართლოში წარდგომა მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს ეხება და ეს თავისთავად უპრეცედენტოა", - განაცხადა ამერიკელმა კონსერვატორმა აქტივისტმა კორინ კლარკ ბარონმა.
”ვფიქრობ, ახლა საინტერესო ის არის, რომ ამ საქმეზე რეალური ბრალდებები დალუქულია. ასე რომ, ტრამპის მიმართ ბრალდების წაყენება ჩვეულებრივი სპეკულაციაა. მე ეჭვი მაქვს, რომ ამ საქმის უკან პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები დგანან. ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გამოძახება - ამგვარი დამოკიდებულება - შეერთებული შტატებისთვის საამაყო არ არის, თუმცა ეს შეიძლება იყოს პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მსოფლიო ხედავს, თუ როგორ იღებენ ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებებს,“ - თქვა კორინ კლარკ ბარონმა.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს. ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს და 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.
0
0