
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ერთპიროვნულად დააწესა მასშტაბური ტარიფები მთელ მსოფლიოში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა მოამზადა უმრავლესობის მოსაზრება, სასამართლო კი 6-3-ზე დაეთანხმა იმას, რომ ტარიფებმა გადააჭარბა კანონით დადგენილ ფარგლებს.
„პრეზიდენტი აცხადებს პრეტენზიას ექსტრაორდინარულ ძალაუფლებაზე - ცალმხრივად დააწესოს შეუზღუდავი ოდენობის, ხანგრძლივობისა და მასშტაბის ტარიფები“, - წერს რობერტსი სასამართლოს სახელით.
„ამგვარი უფლებამოსილების ფართო ხასიათის, ისტორიისა და კონსტიტუციური კონტექსტის გათვალისწინებით, მან უნდა წარადგინოს კონგრესის მკაფიო ავტორიზაცია ამ ძალაუფლების გამოსაყენებლად“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
0
0