
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკიდან, წარმომადგენელმა ტომას მასიმ წარადგინა კანონპროექტი აშშ-ის ნატოდან გასვლის შესახებ. ამის შესახებ მისი ოფისის განცხადებაშია აღნიშნულიი. შემოთავაზებული კანონპროექტი ცნობილია, როგორც „არასანდო ორგანიზაციის აქტი“ (ნატოს აქტი), ასევე, ცნობილი, როგორც „ნატოს აქტი“.
მასი ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქტუალობა დაკარგა:
„ნატო ცივი ომის რელიქვიაა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ნატოდან და ეს ფული გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად და არა სოციალისტური სახელმწიფოების. ნატო შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის წინ დაიშალა. მას შემდეგ აშშ-ის მონაწილეობა გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით დოლარი დაუჯდა და კვლავაც შეიცავს აშშ-ის საგარეო ომებში ჩართვის რისკს“, - განაცხადა კონგრესმენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას საგარეო კონფლიქტებში და შეერთებული შტატები, მისი თქმით, არ არის ვალდებული უზრუნველყოს „მთელი მსოფლიოს“ უსაფრთხოება, განსაკუთრებით თუ „მდიდარი ქვეყნები უარს იტყვიან საკუთარი თავდაცვის დაფინანსებაზე“. დოკუმენტი ამტკიცებს, რომ ნატოში წევრობა არ შედის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში.
NATO is a Cold War relic. The United States should withdraw from NATO and use that money to defend our country, not socialist countries.
— Thomas Massie (@RepThomasMassie) December 9, 2025
Today, I introduced HR 6508 to end our NATO membership. pic.twitter.com/IvRfTH388W
0
0