
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, უცხოური დახმარების, მათ შორის უმეტესად USAID-ის პროგრამების ფარგლებში, ფინანსების არამიზნობრივი მოხმარების, თაღლითობისა და ფლანგვის ფაქტები ხშირი იყო.
ჯონსონის თქმით, ახლად ინიციირებული საბიუჯეტო კანონპროექტი მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრას და ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა გამოავლინა ეს საშინელებები ფინანსური ფლანგვის, თაღლითობისა და თანხების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები, გამოგვიგზავნა შესამოწმებლად, შემდეგ კი ბიუჯეტის მენეჯმენტის ოფიცერმა განიხილა და დაადასტურა, რომ, მაგალითად, ნამდვილად არ უნდა დაეხაჯრა ფული USAID-ს ტრანსგენდერების ოპერაზე პერუში. ეს ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა. უცხოური დახმარების ხარჯები, მათ შორის უმეტესად USAID-ის ხარჯები გადაიხედა, დაიზოგება დიდი თანხა“, - აღნიშნა ჯონსონმა.
0
0