
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ციფრული მომსახურების აქტზე (DSA) დისკუსია დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშში სათაურით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II, ევროპის ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურის მიმართულებით და როგორ აზიანებს ის ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.
იურიდიული კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, მოლდოვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროკომისიის „მოლდოვის მხარდაჭერის ცენტრმა“ სოციალურ პლატფორმებთან ერთად ორდღიან სამიტს უმასპინძლა თემაზე: „დეზინფორმაციის რისკებთან ბრძოლა ციფრული მომსახურების რეგულირების გზით“.
ანგარიშის მიხედვით, მომხსენებლებს შორის იყო მოლდოვის პრემიერ-მინისტრიც.
„დისკუსია მოიცავდა „საუკეთესო პრაქტიკას“ სავარაუდო დეზინფორმაციის ცენზურისთვის, განსაკუთრებული აქცენტით ციფრული მომსახურების აქტზე (DSA). საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა კანდიდატი იმავე პარტიიდან, რომელსაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს, რამაც ინტერესთა კონფლიქტის სერიოზული ეჭვები გააჩინა. გარდა ამისა, მოლდოვა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც დამატებით კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რატომ გაიმართა DSA-სთან დაკავშირებული დისკუსია მოლდოვაში, მაშინ როცა ევროკომისია აცხადებს, რომ DSA-ს არ გააჩნია ექსტრატერიტორიული ძალა და მოლდოვაზე არ ვრცელდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.
0
0