
პლანეტაზე ყველაზე ძლიერი არმია გვყავს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ქუანტიკოში ასობით გენერლისა და ადმირალის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პლანეტაზე ყველაზე ძლიერი, ლეტალური და მომზადებული არმია გვყავს. ვერავინ შეგვედრება. ახლოს ვერავინ მოვა. თუ ჩვენი მტრები სისულელეს გამოიჩენენ და დაგვიპირისპირდებიან, მათ ომის დეპარტამენტი ძალადობით, სიზუსტითა და სისასტიკით გაანადგურებს“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, სამხედროებს სიმაღლისა და წონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და წელიწადში ორჯერ ფიტნეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.
„სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია. ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.
პიტ ჰეგსეტის შემდეგ სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვა.
1
0
თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა
30/09/2025