აშშ-ის თავდაცვის მომავალი მდივანი პიტ ჰეგსეტი მოქმედ ადმინისტრაციას ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გამო აკრიტიკებს
A-
+A

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის მდივნის პოსტზე ნომინირებულმა პიტ ჰეგსეტმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას კატასტროფა უწოდა.
მან მომხდარში აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ სურს.
„არავითარი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია იმ კატასტროფას, რაც ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მოჰყვა. ზუსტად ამიტომ ჩვენ აქ ვართ. ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურს და მოვიდა დრო, რომ ჩვენ დავუბრუნოთ ის ჩვენს მაღალჩინოსნებს“, - თქვა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ ავღანეთში ხელისუფლება ხელში მოძრაობა „თალიბანმა“ ჩაიგდო.
0
0
263
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%