16/12/2022
17:52
მსოფლიო
აშშ-ს კონგრესის სენატმა დაამტკიცა აშშ-ის მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდული 858 მილიარდი დოლარით, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის სამხედრო დახმარების სახსრებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თავდაცვის ბიუჯეტი 45 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაპირველად ითხოვდა. ბიუჯეტი ითვალისწინებს აშშ-ის სამხედროებისთვის ხელფასების გაზრდას, იარაღის შესყიდვის დაფინანსებას, ტაივანის მხარდაჭერას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება და უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
პროექტი დამტკიცდა აბსოლუტური უმრავლესობით 83-ის წინააღმდეგ. მას მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ ცალკეულმა ლიბერალმა სენატორებმა და „ფისკალურმა კონსერვატორებმა“, რომლებიც მოითხოვდნენ ხარჯებზე კიდევ უფრო მეტ კონტროლს.
კონგრესის ქვედა პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი 8 დეკემბერს დაამტკიცა. ახლა პროექტი ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გაეგზავნება.
0
0