
აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტის მიღება ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ ტუნის აცხადებს, მას მჭიდრო კონტაქტი აქვს სენატორ ლინდსი გრემთან, რომელიც სანქციების საკითხზე თეთრ სახლთან კოორდინაციას უწევს.
„ვფიქრობ, ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა ნახონ, როგორ წარიმართება პუტინთან შეხვედრა რამდენიმე კვირაში. გრემი ამჟამად თეთრ სახლთან მუშაობს, რათა დაადგინოს, იქნება თუ არა ეს შეხვედრა პროდუქტიული“, – განაცხადა ტუნმა.
ამასთან, წყარომ, რომელიც „პოლიტიკოს“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, დაადასტურა, რომ კანონპროექტის განხილვა ტრამპი-პუტინის შეხვედრის დასრულებამდე შეჩერებულია.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს 80-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს.
0
0
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ჩამოვიდა
21/10/2025