
აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად მიიღო საბოლოო კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას დასამტკიცებლად გადაეგზავნა.
კანონპროექტი 60 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 40 სენატორი.
შეთანხმება, რომელიც მთავრობას იანვრის ბოლომდე აფინანსებს, მას შემდეგ შედგა, რაც რესპუბლიკელები და ზოგიერთი დემოკრატი სენატორი შეთანხმდნენ ფედერალური თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებისა და აუცილებელი სერვისების აღდგენის შესახებ.
მიუხედვად იმისა, რომ დემოკრატების ნაწილმა მხარი დაუჭირა მთავრობის დაფინანსებას, მათი მოთხოვნები ჯანდაცვის გადასახადების სუბსიდირებთან დაკავშირებით გათვალიწინებული არ ყოფილა.
წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გაიმართება. დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტს აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნიან, დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დასრულდება.
0
0