
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.
" გაგაცნობთ, როგორ აღვნიშნავთ, რუსეთის უკრაინაზე განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავს: პრეზიდენტ ბაიდენისგან მე ჩამოვიტანე მარტივი შეტყობინება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იდგებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ეფექტიანი სამხედრო წინააღმდეგობის გასაწევად ფრონტის ხაზზე საჭიროა ფუნქციონირებადი ეკონომიკა და მმართველობა, ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების გაწევა, როგორიც არის: განათლება, ჯანდაცვა და სხვა საგანგებო სამსახურები.
ჩვენ, მივესალმებით თქვენს მუდმივ ყურადღებას, რომელსაც თქვენ აქცევთ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც არის ბრძოლა კორუფციასთან. მივესალმებით პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევას ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა მართველობის გაუმჯობესება.
და ჩვენ ვთლით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აღებული ვალდებულება იმაზე, რომ საერთაშორისო დახმარება პასუხისმგებლიანად იქნება გამოყენებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა იელენმა.
0
0