
ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დემოკრატების მიერ სამთავრობო უწყებების შეჩერების მთელი პერიოდის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას, რათა უზრუნველყონ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოება და დაცვა, – ამის შესახებ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნოემი წერს, დემოკრატები აიძულებენ 150 000-ზე მეტ ოფიცერს და თითქმის 50 000 სამხედრო მოსამსახურეს, გააგრძელონ ჩვენი ერის დაცვა ანაზღაურების გარეშე.
„ამ პატრიოტებიდან 200 000-ზე მეტი ანაზღაურების გარეშე დარჩება. დემოკრატები აიძულებენ 150 000-ზე მეტ ოფიცერს და თითქმის 50 000 სამხედრო მოსამსახურეს – ჩვენი თავდაცვის ფრონტის ხაზს – გააგრძელონ ჩვენი ერის დაცვა ანაზღაურების გარეშე“, – წერს კრისტი ნოემი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. სენატმა მხარი არ დაუჭირა დაფინანსების კანონპროექტს მთავრობის ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად.
0
0