01/07/2024
12:42
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/449167086_1674901869949601_8110283443587137366_n.png )
ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, ევროპაში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა საბრძოლო მზადყოფნაშია. ამის შესახებ CNN იუწყება.
უსაფრთხოების დონე, CNN-ის წყაროების თანახმად, ამაღლდა მეორე დონემდე (იგი შემოდის, როდესაც დაზვერვა იღებს ინფორმაციას შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ) იმის შიშით, რომ ტერორისტული თავდასხმები შეიძლება განხორციელდეს სამხედრო პერსონალის, ან ამ ბაზების ობიექტებზე. კერძოდ, საშიშროების ეს დონე განისაზღვრა კვირას, 30 ივნისს, გერმანიაში, შტუტგარტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც მდებარეობს ევროპაში აშშ-ის ჯარების სარდლობის შტაბი.
CNN-ის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც დისლოცირებულია ევროპაში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე, ანონიმურობის პირობით ისაუბრა და თქვა, რომ მათ არ უნახავთ ამ დონის საფრთხე "მინიმუმ ათი წლის განმავლობაში".
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, უცნობია, რა სადაზვერვო მონაცემებმა გამოიწვია უსაფრთხოების ზომების გაძლიერება ევროპაში აშშ-ს სამხედრო ბაზებზე.
CNN-ის ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ გაზრდილი უსაფრთხოების ზომები ამერიკულ ბაზებზე, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ევროპული ხელისუფლების მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან, პოტენციური ტერორისტული საფრთხის შესახებ, პარიზში ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის დროს, რომელიც ამჟამად ტარდება.
მიმდინარე წლის მაისში The New York Times-მა, ამერიკული და ევროპული უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გააძლიერა დივერსიული ოპერაციები ევროპაში, როგორც კამპანიის ნაწილი უკრაინის მხარდაჭერის შელახვის მიზნით.
0
0
13 წლის გოგონა მეხის ჩამოვარდნას ემსხვერპლა
03/07/2024