
არ მივესალმებით მათ, ვინც ცდილობს ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და მოახდინოს ჩვენი ძირითადი პოლიტიკური სიტყვის ცენზურა, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს.
მანფრედ ვებერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „ევროპა სუვერენულია საკუთარი ონლაინ წესების დადგენაში. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყოფილ კომისარ ტიერი ბრეტონს და ევროპის იმ ოთხ მოქალაქეს, რომლებსაც აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააკისრა“.
„ჩვენ სუვერენულნი ვართ იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ შემოვა ჩვენს ქვეყანაში და არ მივესალმებით მათ, ვინც ცდილობს ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში და მოახდინოს ჩვენი ძირითადი პოლიტიკური სიტყვის ცენზურა“, - უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
0
0
ვერცხლისა და ოქროს ფასები რეკორდულად დაეცა
01/02/2026