დღეს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ორი მთავარი თანაშემწე მარკო რუბიო და სტივ ვიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პარიზში, მოლაპარაკებებს გამართავს. რუბიო და ვიტკოფი მიმდინარე კონფლიქტის დასრულების გზებს განიხილავენ და შეეხებიან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლების გამორიცხვით გამოწვეულ შეშფოთებას.
ევროპელმა ლიდერებმა კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოხატეს, რადგან ტრამპმა დიპლომატიური ჟესტებით ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ხოლო ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, მაკრონის გარდა, რუბიო ასევე შეხვდება თავის კოლეგას ჟან-ნოელ ბაროს და უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს განიხილავენ.
თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც ის თავის კოლეგას, პიტ ჰეგსეთს, უკრაინაში აშშ-ის ელჩს კეიტ კელოგს და აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდება.
0
0