
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღარ დააფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს ან ძირს უთხრიან აშშ-ის სუვერენიტეტს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების საკითხთა ბიუროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და მხარს არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკის ინტერესებს ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იქცეს იარაღად, რომელიც ამერიკელებისა და პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ ყურადღებას გაამახვილებს ამერიკული გავლენის გაზრდასა და რეფორმების განხორციელებაზე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს აშშ-ის კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე,
„კერძოდ, სტანდარტების დამდგენი ორგანოების საქმიანობაზე, ამავდროულად რეალურ პასუხისმგებლობას დააკისრებს მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0