
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეერთებული შტატების მოქალაქის პასპორტის ლიმიტირებული სერიის გამოშვებას აპირებს, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულება იქნება დატანილი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპისა და მისი ოქროსფერი ხელმოწერის გამოსახულება პასპორტის შიდა ნაწილში იქნება დატანილი. ახალი დიზაინის მქონე პასპორტი აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
„ივლისში, როცა შეერთებული შტატები დაარსებიდან 250-ე წლისთავს იზეიმებს, სახელმწიფო დეპარტამენტი ემზადება გამოუშვას სპეციალურად შექმნილი ამერიკული პასპორტების შეზღუდული რაოდენობა, რათა აღნიშნული ისტორიული თარიღი აღნიშნოს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტომი პიგოტმა.
პასპორტების ახალი სერიის გამოშვება ზაფხულში იგეგმება, თუმცა უცნობია, სულ რამდენი ეგზემპლარი იქნება დაბეჭდილი.
0
0