
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმიანი და ტურისტული ვიზების (ჩვეულებრივ, B-1/B-2 ვიზების) განმცხადებლებს შეერთებულ შტატებში შესასვლელად 15 000 აშშ დოლარამდე ობლიგაციის დაფარვა დაეკისრებათ.
„5 აგვისტოდან დაიწყება 12-თვიანი სატესტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზის ვადის გასვლის მაღალი მაჩვენებელი და დოკუმენტების უსაფრთხოების დაბალი დონე უფიქსირდებათ, ვიზაზე განაცხადის შეტანისას 5000, 10000 ან 15000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციის გადახდა დაეკისრებათ. გარდა ამისა, მრავალფეროვნების სავიზო ლატარიის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტი, რომლის მოქალაქეებიც არიან.
სატესტო პროგრამა, რომელიც ოფიციალური გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში ამოქმედდება, აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ის მთავრობა არ იქნება ფინანსურად პასუხისმგებელი, თუ ვიზიტორი ვიზის პირობებს არ დაიცავს. განმცხადებლის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია ობლიგაციის გაუქმება. ობლიგაციის დაფარვა არ დაეკისრებათ იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ჩართულნი არიან 90-დღიან საქმიანი ან ტურისტული მიზნით მოგზაურობის უვიზო პროგრამაში. პროგრამაში ჩართულ 42 ქვეყანას შორის უმეტესობა ევროპის კონტინენტზეა, სხვები კი აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვაგან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0