05/07/2023
11:45
მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ივლისს, საღამოს, თეთრ სახლში მცირე რაოდენობით თეთრი ფხვნადი ნივთიერება აღმოაჩინეს.
წინასწარი ანალიზით დადგინდა, რომ საეჭვო ნივთიერება კოკაინია.
აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და მისი ოჯახი კემპ დევიდში იმყოფებოდნენ, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტმა თეთრ სახლში აღნიშნული ნივთიერება იპოვა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოცხადდა.
ანონიმური პირის ინფორმაციით, კოკაინი თეთრი სახლის „დასავლეთის ფრთის სამუშაო ზონაში“ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, მცდარია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნივთიერება თეთრი სახლის ბიბლიოთეკაში იპოვეს.
როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ენტონი გულიელმიმ განაცხადა, ექსპერტები ნივთიერების შემდგომ ანალიზს აწარმოებენ და იძიებენ, როგორ მოხვდა ის თეთრ სახლში. მან არც დაადასტურა და არც უარყო პირველადი დასკვნა, რომ საეჭვო ნივთიერება კოკაინია.
0
0