
ამერიკის საელჩოს განცხადება ნათლად მიუთითებს რუსული ხელისუფლების მისწრაფებებზე, მუდმივად დაპირისპირებაში იყოს ჩვენი ქვეყნის რეალურ პარტნიორთან და რუსული მიმართულებით იმოძრაოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება ნათლად აჩვენებს, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება არის პრორუსული, ანტიქართული ანტიდასავლური და ანტიამერიკული.
„ამერიკის საელჩოს განცხადება ნათლად მიუთითებს რუსული ხელისუფლების მისწრაფებებზე, მუდმივად ცრუ ინფორმაციები გაავრცელოს, მუდმივად დაპირისპირებაში იყოს ჩვენი ქვეყნის რეალურ პარტნიორთან და რუსული მიმართულებით იმოძრაოს. ეს განცხადება ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება არის პრორუსული, ანტიქართული ანტიდასავლური და ანტიამერიკული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დარჩენილი ერთი გზა, რომელიც უკავშირდება ამ ე.წ. ხელისუფლების, რეჟიმის დემონტაჟს და ბიძინა ივანიშვილის დამხობას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა.
0
0