
აშშ-ის საელჩომ საქართველოში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადების თარგმანი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სახელმწიფო მდივან რუბიოს გამოსვლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე. 2025 წლის 21 მაისი.
კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა: თქვენი ხელმძღვანელობით რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ "ქართულ ოცნებას" საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?
სახელმწიფო მდივანი რუბიო: დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება", - წერს საელჩო.
0
0