
აშშ-ის საელჩო ისრაელში აცხადებს, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით "ინფორმაცია მიიღეს" და ის, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიხსნება. თუმცა საელჩოში არ დაუზუსტებიათ, რამდენი ხნით იქნება ეგვიპტესა და ღაზის სექტორის დამაკავშირებელი საზღვარი ღია.
"ჩვენ ველით, რომ თუ საზღვარი გაიხსნება, ბევრი ადამიანი ეცდება მის გადაკვეთას, ამიტომ აშშ-ის მოქალაქეები, რომლებიც ეგვიპტეში გადასვლას დააპირებენ, უნდა ელოდნენ პოტენციურად ქაოსურ და მოუწესრიგებელ გარემოს ორივე მხარეს", - წერია განცხადებაში.
19 ოქტომბერს ჯო ბაიდენი ეგვიპტის პრეზიდენტის ტელეფონით ესაუბრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების 20 სატვირთო მანქანა შევიდოდა, თუმცა დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრუა.
მანამდე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლიან ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ისრაელის ტერიტორიიდან მანამ არ განხორციელდება, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
0
0