
საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს.
„შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მსოფლიოს უძველეს ქრისტიანულ ეკლესიათა შორის ერთ-ერთთან, თანამშრომლობას საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების განხორციელებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0