
2001 წლის 11 სექტემბერი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
„2001 წლის 11 სექტემბერი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელმაც თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა. ყოველ წელს ჩვენ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და აღვნიშნავთ 11 სექტემბერს, როგორც ეროვნული სამსახურისა და ხსოვნის დღეს“, – წერს საელჩო.
ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.
0
0