
როგორც Reuters-ი წერს, ტრამპის მიერ ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების ჩასახშობად ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ქვეითების გაგზავნის შესახებ მიღებულმა არაორდინალურმა ბრძანებებმა ეროვნული დებატები გამოიწვია და რესპუბლიკელი პრეზიდენტი კალიფორნიის დემოკრატ გუბერნატორს დაუპირისპირა.
„მოქმედი პრეზიდენტის მიერ ძალაუფლების ამ თავხედურმა და ბოროტად გამოყენებამ სიტუაცია გაამწვავა, საფრთხე შეუქმნა ჩვენს ხალხს, ჩვენს ოფიცრებს და ეროვნულ გვარდიასაც კი და ნეგატიური ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. მან [ტრამპმა] კვლავ ესკალაცია, ძალადობა და თეატრალიზება აირჩია და არა - საზოგადოებრივი უსაფრთხოება... დემოკრატიას თავს ესხმიან...“, - განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა.
ასევე ლოს-ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა, განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის განლაგება აუცილებელი არ იყო, რადგან პოლიციას შეეძლო პროტესტის მართვა, რომლის უმეტესობა მშვიდობიანი იყო და დაახლოებით ხუთ ქუჩაზე შემოიფარგლებოდა. თუმცა, ღამით ძარცვისა და ძალადობის გამო, ლოს-ანჯელესის მერმა ქალაქის ცენტრში ,,კომენდანტის საათი’’ დააწესა. ,,კომენდანტის საათი’’ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
პოლიციის ცნობით, ,,კომენდანტის საათის’’ მიუხედავად, ზოგიერთ უბანში ქუჩებში რამდენიმე ჯგუფი დარჩა და „მასობრივი დაპატიმრებები“ დაიწყო.
0
0