ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმდა აშშ-ის პრეზიდენტთან, რომ „ჰამასის“ განადგურება აუცილებელია, ეს კი რაფაჰში შესვლის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რაფაჰზე შეტევა აშშ-სთვის „წითელი ხაზია“, რაზეც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ რაფაჰში „ჰამასის“ ძალების ხელშეუხებლად დატოვება ისრაელისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ. ჩვენ ვერ დავტოვებთ „ჰამასის“ ტერორისტული არმიის მეოთხედს რაფაჰში. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ჰამასი“ გადარჩეს. ჩვენ მუხრუჭიდან ფეხს არ ავიღებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
0
0