„აშშ-ის პრეზიდენტთან დღევანდელი მოლაპარაკებები ნაყოფიერი და გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს 2023 წელი გამარჯვების წელი იქნება და ეს ორივე ქვეყნის [უკრაინისა და ამერიკის] საერთო აზრია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დემოკრატიულმა სამყარომ ამ ისტორიულ ბრძოლაში გაიმარჯვოს. უკრაინას ძალიან რთული პერიოდის გავლა უწევს, მაგრამ „ისტორიულ მიღწევებში“ აშშ და დანარჩენი მსოფლიო დაეხმარება.
დღევანდელი მოლაპარაკებები ძალიან ნაყოფიერი და გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რომლის შედეგები აუცილებლად აისახება ბრძოლის ველზე.
პრეზიდენტებს შორის განხილვის თემა იყო შორი დისტანციის იარაღი, დამატებით საბრძოლო მასალასთან ერთად, რომელიც უკრაინაში სამომავლოდ უნდა გაიგზავნოს. სამართლიანობის აღდგენა ასევე მნიშვნელოვანია... აგრესორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე და აანაზღაუროს ზიანი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას.
0
0