18/12/2024
09:53
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, საპროტესტო მარშების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე აქვეყნებს მარშების განრიგს, რომელიც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე გაგრძელდება.
„თბილისი - მარშების ქალაქი
მეგობრებო, ოპოზიციამ მიზნად დაისახა მოაწყოს მარშების ერთთვიური და სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად შედგენილ იქნა სხვადასხვა კატეგორიის, ჯგუფების და სოციალური ინტერესების ადამიანებისაგან შემდგარი საპროტესტო ყოველდღიური მარშების გრაფიკი, რომელიც ასე გამოიყურება:
2024 წელი:
17 დეკემბერი- დემენცია გადატანილების მარში
18 დეკემბერი - ყოფილი პრეზიდენტების მარში
19 დეკემბერი - მიშას ცოლების მარში
20 დეკემბერი - მიშას მასაჟისტების მარში
21 დეკემბერი - "შუბლისძარღვგაწყვეტილთა" გნიასი მარშით
22 დეკემბერი - სიძე-სიდედრების მარში
23 დეკემბერი - "მჩხიბავების" მარში
24 დეკემბერი- "მარკშეიდერების" მარში
25 დეკემბერი- "ომამდე ტანკისტების" მარში
26 დეკემბერი - დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილების მარში
27 დეკემბერი - "შარვალჩახდილების" მარში
28 დეკემბერი - რძალ-დედამთილების მარში
29 დეკემბერი - სიძეებზე გაბრაზებული სიდედრების მარში
30 დეკემბერი - რძლებზე გაბრაზებული დედამთილების მარში
31 დეკემბერი - "ვინც დედამ დაწყევლათა" მარში
2025 წელი:
1 იანვარი - ღამენათევების მარში
2 იანვარი - პახმელიაზე მყოფების მარში
3 იანვარი - გათხოვილი კაცების მარში
4 იანვარი - ქვრივების მარში
5 იანვარი- გასათხოვარი კაცების მარში
6 იანვარი - ბერბიჭების მარში
7 იანვარი - ნაძვისხის ანთების მოწინააღმდეგეების მარში
8 იანვარი - ძველი ბიჭების მარში
9 იანვარი - ბიძია ბაბუების მარში
10 იანვარი - "ნეადერტანელების" მარში
11 იანვარი - მესაფლავეების მარში
12 იანვარი - ტყუპი ძმების მარში
13 იანვარი - მრავალშვილიანების მარში
14 იანვარი - უშვილოების მარში
15 იანვარი - გინეკოლოგების მარში
16 იანვარი - გვარგადაკეთებული პატრიოტების მარში
17 იანვარი - მჩხიბავ-მკითხავების მარში
18 იანვარი - ილუზიონისტების მარში
19 იანვარი - მესაქონლეების მარში
20 იანვარი - ლუდის მოყვარულთა მარში
21 იანვარი - სასოწარკვეთილებისგან გამოქლიავებულების მარში
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება. ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს“, - წერს ნანა კაკაბაძე.
კატეგორიის სხვა სიახლეები
16 დეკემბერი 2024, 03:05პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: თუ მე მინდა, რომ დავანაწევრო და ჩემი ინტერესები გავატარო ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა ძლიერ ინსტიტუტს უნდა დავარტყა. სწორედ გარედან ინსპირირებულია საპატრიარქოს წინააღმდეგ ქმედებაც
15 დეკემბერი 2024, 21:31პოლიტიკა
„ნაცმაიდანი“ ჩავარდა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
15 დეკემბერი 2024, 00:08პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: მიხეილ ყაველაშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც სრული წესის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არის არჩეული - დარწმუნებული ვარ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ამ რეალობას მიიღებენ
ახალი
კამალა ჰარისი
09:32 კამალა ჰარისმა ამერიკელ სტუდენტებს ბრძოლისკენ მოუწოდა
09:24 სურამის სატრანსპორტო კვანძი - ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
09:22 ნანა კაკაბაძე: აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს საქართველოში უკვე 21 იანვარი იქნება და ბოლო მარში თბილისში ამ დღეს ჩატარდება, ამის შემდეგ ოპოზიცია გადაწყვეტს, გააგრძელოს მარშები თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართოს
09:06 „მაკკეინის ინსტიტუტი“: ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დააწესა საკუთარი აკრძალვები მოგზაურობაზე, ასეთ ქმედებებს შეუძლია „ქართული ოცნების“ რიგებში განხეთქილების შეტანა - აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ ერთობლივად
09:04 საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვია
09:00 Reuters: სირიაში ასადის მმართველობის დროს მოკლული ადამიანების სამარხი აღმოაჩინეს
0
0