
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე (ASEAN) დასწრების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალაიზია „დიდ და ენერგიულ ქვეყნად გამოაცხადა“ და კუალა ლუმპური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ტრამპის ხუთდღიანი აზიური ტურნე ტოკიოში გაგრძელდება, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო მას საიმპერატორო სასახლეში უმასპინძლებს. შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის პირველად შეხვდება და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავს. მედიაში ვარაუდობენ, რომ ახლად არჩეული პრემიერი თავისი წინამორბედის გეგმებს დაადასტურებს.
ტოკიოში აშშ-ის საელჩოსა და სხვა ღირსშესანიშნაობებთან, რომელთა მონახულებასაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გეგმავს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის 18 ათასამდე თანამშრომელი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ტურნე 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.
0
0