
ორდღიანი მასშტაბური ძებნის შედეგად, 57 წლის ვენს ბოელტერი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, მინესოტას შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრის, მელისა ჰორტმანისა და მისი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც გუბერნატორმა ტიმ უოლცმა განაცხადა, სავარაუდოდ, პოლიციელის ფორმაში ჩაცმულმა ნიღბიანმა ბოელტერმა შაბათს, მინესოტას წარმომადგენელთა პალატის წამყვანი დემოკრატი მელისა ჰორტმანი და მისი მეუღლე, მარკი თავიანთ სახლში მოკლა. გუბერნატორმა ტიმ უოლცმა დანაშაულს „პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა“ უწოდა.
ხელისუფლების განცხადებით, ბოელტერმა, სავარაუდოდ, რამდენიმე კმ-ის მოშორებით მდებარე სახლში კიდევ ერთი დემოკრატი კანონმდებელი, შტატის სენატორი ჯონ ჰოფმანი და მისი მეუღლე ივეტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
„ორდღიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ვენს ბოელტერი დააკავეს. ერთი ადამიანის წარმოუდგენელმა ქმედებებმა მინესოტას შტატი შეცვალა. ამ ქვეყანაში ძალადობის განმეორებადი შემთხვევები არ უნდა ჩაითვალოს ნორმად. ეს ვერ იქნება ჩვენი პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარების გზა“, - განაცხადა უოლცმა პრესკონფერენციაზე.
ონლაინ პოსტებისა და Reuters-ის მიერ განხილული საჯარო ჩანაწერების თანახმად, ბოელტერს კავშირები აქვს ევანგელისტურ სამღვდელოებებთან და აცხადებს, რომ ის უსაფრთხოების [კერძოდ, ღაზას სექტორსა და აფრიკაში] საკითხებში ექსპერტია.
სისხლის სამართლის სარჩელის თანახმად, ბოელტერს ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობის 4 ორ ეპიზოდში. სარჩელის თანახმად, ამ ბრალდებებიდან სამი 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. პოლიციამ ბოელტერის ,,ჯიპი’’ გაჩხრიკა, სადაც სამი AK-47 ტიპის ავტომატი, 9 მმ-იანი პისტოლეტი და საჯარო მოხელეების სია აღმოაჩინა, მათ შორის მათი მისამართები.
ოფიციალური პირების თქმით, ბოელტერის საცხოვრებლის ტერიტორია 20-ზე მეტმა SWAT-ის ჯგუფმა სათვალთვალო თვითმფრინავების დახმარებით დაათვალიერა. ბოელტერი შეიარაღებული იყო, მაგრამ დანებდა. ამჟამად, მკვლელობის ჩადენის მოტივის დადგენაზე მუშაობა მიმდინარეობს.
0
0