
აშშ-ის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელმა კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის ხსოვნას პატივი მიაგო. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა მისი მკვლელობის შემდეგ განცხადებები გაავრცელეს.
„ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის ძალადობის ადგილი არ არის. ეს ახლავე უნდა აღიკვეთოს. მე და ჯილი ვლოცულობთ ჩარლი კირკის სულის, მისი ოჯახისა და მისთვის საყვარელი ადამიანებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.
„ამ ტიპის შემზარავ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს აშშ-ის დემოკრატიაში. მიშელი და მე ვლოცულობთ ჩარლის ოჯახისთვის, განსაკუთრებით მისი მეუღლის, ერიკასა და მათი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის,” - წერს ობამა.
ჩარლი კირკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმაც გამოთქვა სამძიმარი.
„გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდა ოჯახს მამა და ქმარი წაართვეს. ჩვენ ყველამ თავისუფლად უნდა ვიმსჯელოთ, ღიად და თავისუფლად, შიშის გარეშე - პოლიტიკური ძალადობის გამართლება არ შეიძლება,“ - თქვა სტარმერმა.
0
0