13/04/2023
21:09
მსოფლიო
მენის შტატის მინერალებისა და ძვირფასი ქვების მუზეუმი 25 000 დოლარს სთავაზობს ყველას, ვინც კოსმოსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტს იპოვის - წერს New York Post.
მაინის ტერიტორიაზე მეტეორიტის დაცემა NASA-ს რადარმა დააფიქსირა. ამ ამბავს ადგილობრივი მცხოვრებლები ადასტურებენ, რომლებმაც შენიშნეს ცეცხლოვანი ბურთის გადაფრენა მათ თავზე და რამდენიმე წამის შემდეგ, აფეთქების ხმა გაიგეს. ამის შემდეგ, მინერალებისა და ძვირფასი ქვების მუზეუმმა გამოაცხადა ჯილდო მათთვის, ვინც აღმოაჩენს არამიწიერი სხეულის ფრაგმენტებს.
ცნობილია, რომ ნიმუში უნდა იწონიდეს მინიმუმ კილოგრამს და შემოწმდება ავთენტურობაზე. მუზეუმის კურატორის თქმით, მეტეორიტებზე მონადირეები სახლის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრებისა და რადარის მონაცემების საფუძველზე შეძლებენ დაადგინონ სად დაეშვა კოსმოსური ნარჩენები.
"გამოდი გარეთ და მოძებნე მეტეორიტი!" - მოუწოდებენ ადგილობრივებს სოციალურ ქსელებში.
მანამდე ასტრონომებმა 23 აპრილის ღამეს ძლიერი მეტეორული წვიმა განაცხადეს.
0
0