
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთელი აღშფოთება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისკენ.
„ერთადერთი, რასაც ველოდებით, არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ტყუილებით ლაპარაკი. როდესაც ის ამერიკელ მომლაპარაკებლებს ესაუბრება, ამბობს: „მე მშვიდობა მინდა“. როდესაც ის მთელ მსოფლიოს მიმართავს, იმეორებს: „მე მშვიდობისკენ ვისწრაფვი“. ამასობაში, ის აგრძელებს უკრაინის დაბომბვას და ადამიანების დახოცვას. ჩვენ მხოლოდ ერთ პასუხს ველოდებით: მზად არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ცეცხლის უპირობო შეწყვეტისთვის?
ამერიკელების წინადადებას ევროპელებმა მხარი დაუჭირეს, პრეზიდენტი (უკრაინის ვოლოდიმირ) ზელენსკიც დაეთანხმა. თუ პუტინი დათანხმდება - იარაღის ხმას ვეღარ გავიგებთ. ხვალ სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნება. საერთაშორისო საზოგადოებას მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასაკეთებელი და ამერიკის მთელი აღშფოთება მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული - პრეზიდენტ პუტინისკენ.
პუტინმა უნდა უპასუხოს მისთვის დასმულ კითხვას. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ სამართლიანი, ხანგრძლივი, მდგრადი და საიმედო მშვიდობის დამყარებას - ისეთი მშვიდობის, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ კომპრომისს ტერიტორიულ საკითხებზე და უზრუნველვყოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა მაკრონმა.
0
0
მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა
16/05/2025