
Ipsos-ისა და Reuters-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკელების ნახევარი კიევთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ამ გზით უკრაინის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% არ ეთანხმება მინერალური რესურსების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც უკრაინისთვის დახმარების გაწევის საშუალებას, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით 46%-მა ამ გარიგებას მხარი დაუჭირა.
როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ის მოსახლეობის უმრავლესობა ასევე უარყოფითად გამოეხმაურა ტრამპის მიერ კანადიდან შესულ საქონელზე სავაჭრო გადასახადების დაწესებას. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტარიფების შემოღებას ამერიკელების მხოლოდ 31%-მა დაუჭირა მხარი.
გამოკითხვა, 3-დან 4 მარტამდე პერიოდში, ათასზე მეტ ზრდასრულ ამერიკელს შორის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. სტატისტიკური ცდომილება 3%-ია.
0
0