19/11/2024
12:49
მსოფლიო
ჩვენ უნდა დავასრულოთ ნატოს მიზნებისა და მისიის ფუნდამენტური გადაფასების შესახებ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში დაწყებული პროცესი, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მმართველი წრე აგრძელებს ბირთვული ძალის მქონე რუსეთთან მსოფლიოს დაპირისპირებას იმ საფუძვლით, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, ტრამპი მიიჩნევს, რომ დასავლური ცივილიზაციისთვის ყველაზე დიდი საფრთხე აშშ-ის მოძულე ისტებლიშმენტია, რომელიც დღეს ამერიკას წარმოადგენს.
"ჩვენი საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტი აგრძელებს სამყაროს კონფლიქტში მიყვანას ბირთვული შეიარაღების მქონე რუსეთთან, იმ საფუძვლით, რომ რუსეთი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს, მაგრამ დასავლური ცივილიზაციისთვის დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არ არის რუსეთი; ალბათ, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ აშშ-ის მოძულე საშინელი ხალხი, რომლებიც წარმოგვადგენენ ჩვენ. საფრთხე ჩვენი ეროვნული საზღვრების გაუქმებაა, ჩვენი ქალაქების პოლიციის წარუმატებლობაა, ეს არის კანონის უზენაესობის რღვევა შიგნიდან, ეს არის ტრადიციული ოჯახის და შობადობის მაჩვენებლების ნგრევა. სწორედ მარქსისტების სურვილია, გავხდეთ უღმერთო ერი, რომელიც თაყვანს სცემს რასას, სქესს და გარემოს. ეს არის გლობალისტური კლასი, რამაც ჩვენ მთლიანად დამოკიდებულნი გაგვხადა ჩინეთზე და სხვა უცხო ქვეყნებზე, რომლებსაც ძირითადად ვძულვართ. ამ გლობალისტებს სურთ გაფლანგონ ამერიკის მთელი ძალა, სისხლი და საგანძური, ებრძოლონ მონსტრებს და ფანტომებს მთელს მსოფლიოში, ამავდროულად ყურადღება გადაგვატანინონ იმ ორომტრიალისგან, რომელსაც ისინი ქმნიან სწორედ აქ, სახლში. ეს ძალები ამერიკას იმაზე მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე რუსეთი და ჩინეთი ოდესმე იოცნებებდნენ. ამ ავადმყოფი და კორუმპირებული მმართველი წრის გამოდევნა მონუმენტური ამოცანაა." - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0