
კოსოვო ღაზის სექტორში შეიარაღებულ ძალებს გაგზავნის. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, მისია განხორციელდება აშშ-ის მხარდაჭერილი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ დაიწყო.
„ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ და დავეხმაროთ ღაზელ ხალხს, რადგან თავად ჩვენ ვყოფილვართ და ვართ საერთაშორისო ძალების ბენეფიციარები 1999 წლიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ ქურთიმ.
„როიტერის“ ცნობით, მთავრობას არ დაუსახელებია კონკრეტული რიცხვი, რამდენ სამხედროს გზავნის ღაზის სექტორში.
მედიის ცნობით, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში ასევე მონაწილეობენ ინდონეზიის, მაროკოს, ყაზახეთისა და ალბანეთის ძალები, რომლებიც მშვიდობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
0
0
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
24/04/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 25 აპრილიდა
24/04/2026