
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი რობერტ კენედი აცხადებს, რომ ორსულობის დროს ტკივილგამაყუჩებელი წამლის „ტაილენოლის“ მიღებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არასაკმარისია, მაგრამ ის მაინც სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.
„მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორსულობის დროს „ტაილენოლის“ მიღებასა და პერინატალურ პერიოდებს შორის არასაკმარისია იმის სათქმელად, რომ ნამდვილად იწვევს აუტიზმს, თუმცა ის ძალიან სავარაუდოა. ამასთან სიფრთხილით მიდგომაა საჭირო“, – განაცხადა რობერტ კენედიმ მედიასთან საუბრისას.
რობეტ კენედიმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე ტეხასის შტატმა „ტაილენოლის“ მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.
სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტაილენოლსა“ (იგივე „პარაცეტომოლს“) და აუტიზმს შორის კავშირის შესახებ განაცხადა სამეცნიერო მტკიცებულებების წარდგენის გარეშე. მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ აუტიზმსა და ორსულობის დროს „პარაცეტამოლის“ გამოყენებას შორის კავშირის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.
0
0