31/08/2023
11:54
მსოფლიო
აშშ-ის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას (DEA) კანაფის მოხმარების შესახებ ფედერალური წესების გაუქმებისკენ მოუწოდა.
ნარკოტიკის მოხმარება ფედერალურ დონეზე არალეგალურია მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 50-დან 40 შტატში მისი რაიმე ფორმით გამოყენება დაკანონებულია.
როგორც Reuters-ი წერს, თუ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია ნარკოკლასიფიკაციას შეცვლის, აშშ-ის ნარკოპოლიტიკის რეფორმაში ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყოს ათწლეულების განმავლობაში. ამჟამად, კანონის მიხედვით, კანაფი ნარკოტიკების იმავე კლასს მიეკუთვნება, როგორც ჰეროინი და ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი [LSD]. მისი ბოროტად გამოყენების მაღალი პოტენციალი არ აღინიშნება.
გასულ წელს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს და ჯანდაცვის მდივანს მოუწოდა, რომ განეხილათ უნდა აღირიცხებოდეს თუ არა კანაფი ნაკლებად მძიმე კატეგორიის ნარკოტიკების სიაში.
აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის განცხადებით, რეკომენდაციით გათვალისწინებული არ არის კონტროლირებადი საშუალებებისა და პრეპარატების სიიდან კანაფის მთლიანად ამოღება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ნარკოტიკების ლეგალიზაციას.
ზრდასრულებს შორის კანაფის რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალურია 23 შტატში, მათ შორის ვაშინგტონში. ასევე, კანაფის სამედიცინო მიზნით გამოყენება ნებადართულია 38 შტატში.
0
0