
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მეუღლის, ჯილ ბაიდენის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სურს. ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, იუსტიციის დეპარტამენტის მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ჯილ ბაიდენმა იცოდა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამას მალავდა. ამერიკელი სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ ჯილ ბაიდენს ბრალი „ხანდაზმულთა მიმართ სასტიკი მოპყრობის“ ფაქტზე უნდა წარედგინოს.
გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენს ბოლო სტადიის პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ამერიკის გენერალური პროკურორის თანაშემწის უფროსმა მრჩეველმა, ლეო ტერელმა ივარაუდა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია შეგნებულად იმალებოდა.
The New York Post-ის ინფორმაციით, ტერელმა ერთ-ერთ ტვიტს, სადაც ეწერა, რომ ჯილ ბაიდენმა იცოდა ჯო ბაიდენის პრობლემების შესახებ, მაგრამ უნდოდა, რომ მას საპრეზიდენტო კამპანიაში მაინც მიეღო მონაწილეობა, კომენტარი დაურთო ფრაზით: „ხანდაზმულთა მიმართ სასტიკი მოპყრობა! სისხლის სამართლის დანაშაული??“.
გამოცემა წერს, რომ ტერელის ტვიტი იმ დროს გავრცელდა, როცა ამერიკაში ბევრმა იკითხა, თუ როგორ განუვითარდა ბაიდენს კიბო ისე, რომ ავადმყოფობამ ხუთი სტადია შეუმჩნევლად გაიარა.
0
0