
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ნელსონ მალინსის“ ლობისტური კომპანია დაიქირავა.
11 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანიას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
„ადვოკატირება შეერთებული შტატების მთავრობის წინაშე – რჩევებისა და დახმარების გაწევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიპლომატიური საქმიანობის მხარდაჭერისთვის აშშ-ში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევის ხელშეწყობა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ში ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს, მათ შორის არის სამხრეთ კაროლინელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
0
0