
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტურ კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ გაწეულ სამუშაოს ასახავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ ნაციონალური მოძრაობა, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარ კამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე.
საგულისხმოა ლობისტების მიერ განხორციელებული შეხვედრები მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან, რომლებიც აქტიურად აქვეყნებდნენ სტატიებს მეგობარი აქტის შესახებ და თემის ხელოვნურად წამოწევას უწყობდნენ ხელს.
მედია საშუალებებს შორის არიან, Washington Examiner, Reuters, Newsmax, The Hill და სხვები, რომლებიც აქვეყნებენ კრიტიკულ სტატიებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. აღნიშნული იწვევს ეჭვს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ბრალდებები საქართველოს მთავრობის მიერ ქიმიური ნივთიერება, კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით სწორედ ლობისტური საქმიანობის შედეგია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მედია საშუალებები (Washington Examiner, The Hill) აკეთებენ აქცენტს ბიბისის სიუჟეტში გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებებზე საქართველოს მთავრობის მიმართ.
დოკუმენტებით ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით მოქმედმა ლობისტურმა ჯგუფმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კონგრესმენებისა და სენატორების ოფისთან, ასევე კომუნიკაცია ფიქსირდება ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთანაც.
0
0